Wednesday, July 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა რეკომენდაციების შესრულებას სთხოვს ევროკომისია საქართველოს? – წერილი ცნობილია

July 16, 2025
რა რეკომენდაციების შესრულებას სთხოვს ევროკომისია საქართველოს? – წერილი ცნობილია

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატმა მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია საქართველოს მიერ შესასრულებელი რეკომენდაციები.

წერილში ნათქვამია, რომ კომისია რეკომენდაციების შესრულებას სავიზო შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში განიხილავს.

ამასთან, ტექსტში ხაზგასმულია, რომ მოელიან – „საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს გამოწვევას“ და “მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად.“

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, სია შემდეგია?

. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
. საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოიყვანოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.
. გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.
. შექმნას აქტივების დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, ჩამორთმევისა და განკარგვის კუთხით.
. მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
. ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების შესასრულებლად, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.
პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოძრაობა აიკრძალა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • “პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა”- “მთავარი არხი”
  • “ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს“ – ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge