Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ…“ – რას აცხადებს სახალხო დამცველი?

July 17, 2025
„რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს  ინსტიტუტი არ ივლის“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი სოციალური ქსელით ავრცელებს განცხადებას, რომლიც მიხედვითაც, „აპარატი აგრძელებს ბრალდებულის, ნინო დათაშვილის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.“

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველს სურს გამოეხმაუროს უკანასკნელ პერიოდში ინსტიტუტის შესახებ მიზანმიმართულად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, აპარატი არ ახდენს დროულ რეაგირებებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.“

„ 📢 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი მოინახულეს.
✅ შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.
✅ აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
✅ სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
❗ გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველს სურს გამოეხმაუროს უკანასკნელ პერიოდში ინსტიტუტის შესახებ მიზანმიმართულად გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, აპარატი არ ახდენს დროულ რეაგირებებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
🔷 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულზე გვსურს განვმარტოთ შემდეგი: აპარატის რეაგირების თაობაზე დეზინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებსა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებულ ზიანს აყენებს თითოეული პატიმრის უფლებების დაცვის პროცესს.
🔷 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. ნებისმიერ დროს დახურული ტიპის დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, ხდება დაუყოვნებელი რეაგირება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე ახორციელებენ ვიზიტს და ახდენენ პირველად რეაგირებას. ამასთან, განისაზღვრება შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იგეგმება აპარატში დასაქმებული ექიმის ჩართულობა.
🔷 სახალხო დამცველი, როგორც წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, უპირველესად მოქმედებს დაკავებულ პირთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოთხოვნის შესაბამისად, იცავს მათ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის თანხმობის შემთხვევაში.
🔷 ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება – თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში.
📌 სახალხო დამცველი აქტიურად აგრძელებს პატიმართა უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვალ თბილისში წყლის მიწოდება იზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი
  • გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაშავდა ერთი ადამიანი
  • „23 წლის ბიჭს, რომელიც კლინიკაში მაღალი სიცხის გამო შეიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა“ – რა ინფორმაცია ვრცელდება?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge