Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა”- “მთავარი არხი”

July 16, 2025
“მთავარი არხი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მთავარი არხი ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა.

არხის განცხადებით, გამოძიება მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის – გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც მენეჯმენტსა და არხის თანადამფუძნებლებს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს.

განცხადება სრულად:

“საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “მთავარ არხში” და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა.

გამოძიება დაწყებულია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.

როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს.

სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა მიზნის მიღწევა და ზაზა ოქუაშვილის ხელით დახურა ქვეყნის მთავარი კრიტიკული არხი. თუმცა, როგორც ჩანს, “მთავარ არხზე” ზეწოლა ამით არ ამოიწურა და რეჟიმი ისევ ოქუაშვილის ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას.

“მთავარი არხის” ფინანსურ ოპერაციებში არანაირი დანაშაული არ არის და მიუკერძოებელი პროკურატურა ქურდაძის საჩივარზე გამოძიებასაც კი არ დაიწყებდა, ვინაიდან ზედაპირზეა ოქუაშვილის დირექტორის ბრალდებების აბსურდულობა. თუმცა ყველას გვესმის, რომ “ქართული ოცნება” მომართულია არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესრულებისკენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც გონიოში ავარიას ემსხვერპლა
  • პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
  • დაღუპულია 23 წლის ბიჭი – ტრაგედია გონიოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge