Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება

October 14, 2026
ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლასთან დაკავშირებით ექიმებისთვის დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პირს უფლება აქვს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით მხოლოდ ორჯერ გავიდეს. ამასთან, გამოცდებს შორის სავალდებულოა 6-თვიანი ინტერვალის დაცვა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის რაოდენობასა და გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვა უქმდება. შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი განრიგის შესაბამისად, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში განმეორებით მიიღოს მონაწილეობა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, გამოცდაზე განმეორებით გასვლის პერიოდულობის შეზღუდვის გაუქმება პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს არ ამცირებს და არ წარმოშობს არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს.

უწყების განმარტებით, როდესაც პირის პროფესიული მზაობის შემოწმება შესაძლებელია მის მიერ შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარებით, არსებული შეზღუდვა იმ ფარგლებს სცდება, რაც აუცილებელია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მიზნის მისაღწევად.

„საექიმო საქმიანობის სათანადო ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი უზრუნველყოფილია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების სავალდებულო მოთხოვნით. პირი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ვერ მოიპოვებს, ვიდრე იგი შესაბამის ცოდნასა და პროფესიულ კომპეტენცია გამოცდით არ დაადასტურებს. შესაბამისად, გამოცდაზე განმეორებით გასვლის პერიოდულობის შეზღუდვის გაუქმება არ ამცირებს პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების სტანდარტს და არ წარმოშობს არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაზე დაშვების რისკს“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“ – ლევან მაჭავარიანი
  • საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს
  • “მანანა კობახიძის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ მოსამართლეებმა იციან და გაცნობიერებული აქვთ ის, რამდენად დიდია მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა” – ანა წითლიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge