Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხელებს მიგრეხდნენ ზურგს უკან და სახით პატრულის „კაპოტისკენ” ვიყავი, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ველოდები, უკანა მარცხენა ჯიბესთან ვგრძენი შეხება, დავიწყე პრეტენზიის დაფიქსირება” – გიორგი ახობაძის სიტყვა სასამართლოზე

July 16, 2025
„ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ, ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა მზრუნველობა, ბოლო 1 წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს” – გიორგი ახობაძე

ამ წუთებში, პროევროპულ აქციებზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ის საკუთარ საქმეზე ჩვენებას აძლევს.

ახობაძე პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა და დეტალურად ისაუბრა დაკაცების დღეზე.

“ვვარაუდობდი, იარაღს ან ნარკოტიკს ჩამიდებდნენ, დაჭერამდე დაახლოებით, ორი კვირით ადრე ორი ვიდეოც ჩაწერილი მქონდა, სადაც ვსაუბრობდი, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ან “ჩადებას” ველოდებოდი, მივმართავდი ექთნებს, რომ თუ გამაქრობდნენ, ან ასე მოხდებოდა, დედაჩემისთვის მიეხედათ…. მაქსიმუმ უკანონოს, რასაც პატრულისგან ველოდებოდი, მანქანის ჩხრეკა იყო, არაფერი უკანონო არ მქონია, ამიტომ წინააღმდეგობა არ გამიწევია…. მანამდე მეგობრებთან ვხუმრობდი კიდეც, რა დავაკელი ასეთი, რომ არ მიჭერენ-მეთქი,” – აცხადებს გიორგი ახობაძე.

ახობაძის თქმით, როცა უკვე ხელები გაკავებული ჰქონდა, სამართალდამცავებმა ჩხრეკისას, შარვლის მარცხენა ჯიბეში ნარკოტიკი „ჩაუდეს“.

„8 დეკემბრის ღამეა დაწყებული, ტელეფონზე შემომივიდა ოჯახის ახლობლებისგან შეტყობინება, ქალაქში დაჭერები ხდებაო, იმავე საღამოს გაიტაცეს ნიკა კაცია და ნარკოტიკი „ჩაუდეს”, მაკა ჩიხლაძეზე იძალადეს. სახლთან რომ მოხვალ, არ გადმოხვიდე, ჩამოვალთ და ერთად ავიდეთო, მომწერეს… [ლევან ბერიძესთან ერთად] ჩავედით მარჯვენა სანაპიროზე და „ლაგუნა ვერეს” მიმართულებით წავედით, უკნიდან დავინახე, რომ პატრულის მანქანა მოგვყებოდა, ნელ-ნელა შევაჩერე, თამარ მეფის ხიდიდან გავძვერი და ბორდიულთან მივაჩერე მანქანა. პატრულ-ინსპექტორმა მართვის მოწმობა ჩამომართვა, უცნაური მითითება მომცა, თუ შეიძლება, გადმობრძანდით, იდენტიფიკაცია უნდა მოვახდინოთო, გამიკვირდა….

ჩემი აქტივობიდან გამომდინარე, ველოდებოდი ანგარიშსწორებას. გრიგოლ კაჭკაჭიშვილმა [პოლიციელი] დამიდასტურა, რომ უკანონოდ მითვალთვალებდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ის მოსაზრება მქონდა პოლიციელებზეც და ადამიანებზეც, რომ ადამიანობა და მორალი გააჩნდათ….

ვვარაუდობდი, იარაღს ან ნარკოტიკს ჩამიდებდნენ, დაჭერამდე დაახლოებით, ორი კვირით ადრე ორი ვიდეოც ჩაწერილი მქონდა, სადაც ვსაუბრობდი, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ან “ჩადებას” ველოდებოდი, მივმართავდი ექთნებს, რომ თუ გამაქრობდნენ, ან ასე მოხდებოდა, დედაჩემისთვის მიეხედათ…. მაქსიმუმ უკანონოს, რასაც პატრულისგან ველოდებოდი, მანქანის ჩხრეკა იყო, არაფერი უკანონო არ მქონია, ამიტომ წინააღმდეგობა არ გამიწევია…. მანამდე მეგობრებთან ვხუმრობდი კიდეც, რა დავაკელი ასეთი, რომ არ მიჭერენ-მეთქი.

კარი გავაღე, ის [პატრული] თავჩახრილი იდგა, აცნობიერებდა, რასაც აკეთებდა, ერთი ნაბიჯი გადავდგი თუ არა, 6-7 პოლიციელი მოვიდა, წინ მოუძღვოდა გიორგი გურეშიძე, სამმართველოს უფროსია. პატრულის გარდა, სულ 5 მანქანა იყო. ხელებს მიგრეხდნენ ზურგს უკან და სახით პატრულის „კაპოტისკენ” ვიყავი, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ველოდები, უკანა მარცხენა ჯიბესთან ვგრძნობ შეხებას, დავიწყე პრეტენზიის დაფიქსირება, ჯინსი მეცვა და წინა ჯიბეში ღრმად ხელის ჩაცურებას და წინა მარცხენა ჯიბიდან რაღაცის ამოღებას ვგრძნობ. ჩემს ზურგს უკან გურეშიძე იდგა, მისი სიმაღლიდან გამომდინარე, არ ვიცი, შეიძლება ისიც ყოფილიყო. მასთან მქონდა ძირითადი კონტაქტი, ჩემი აღქმიდან ის იყო ამ კრიმინალური ოპერაციის ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის შენობაში მივედი, მეოთხე სართულზე, თუ არ ვცდები, სამმართველოს უფროსი ეწერა, ალბათ იფიქრა, რომ ვერ დავიმახსოვრებდი, ამის შემდეგ მის სახელის და გვარის გარკვევას ვცდილობდი, როგორც კი ფოტოებით ამოცნობა გავაკეთე, სასამართლო პროცესზე განვაცხადე…

ერთი ხელი უკანა ჯიბესთან, მეორე ხელი წინა ჯიბესთან, ალბათ, წუთნახევარი დაჭირდათ. იქვე იყო ხე და იქ დამაყენეს.

საპატრულო ეკიპაჟი წავიდა. ჩემთან გურეშიძე და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი იყო, ათლეტური აღნაგობის, ოდნავ შეთხელებული თმით.

წინ მედგა გურეშიძე და ეს ადამიანი, ორი კიდევ ჩემთან ერთდ იყო, ორი მუდმივ რეჟიმში იქ ტრიალებდა. ხესთან ვდგავართ და ვაფიქსირებ პრეტენზიას, ასე როგორ შეგიძლიათ ადამიანის გაწირვა და „ჩადება” -მეთქი, გურეშიძესთან მქონდა საუბარი. ყველაფერი კარგად იქნება, ქალაქელი კაცი ხარ და ნუ პანიკიორობო. მასთან საუბარი და პრეტენზიების დაფიქსირებას ვაგრძელებ, გურეშიძე ოდნავ გავიდა, მას მიყვა ალბათ მოადგილე, ვიღაცასთან იყვნენ კონტაქტზე და მასთან ათანხმებდნენ ალბათ, შემდეგ ნაბიჯებს, ტელეფონზე ესაუბრა ლევან მაისურაძეს, როცა ზარი შემოვიდა გურეშიძესთან, მაშინ წავიკითხე.

დაიწყეს ჩხრეკა, თავისივე ჩადებული ნივთების ამოღება, სხვათა შორის, ტუალეტის იაფფასიან ქაღალდში იყო გახვეული, რომელიც გამქრალია, ალბათ, მათი ანაბეჭდი რომ არ ამოსულიყო. ჩხრეკის დროს ჩემ წინ გურეშიძე და ის კაცი იდგა, ორ კაცს ვეჭირე, ერთი ჯიბეს ამოწმებდა, ორი გვიყურებდა. ტანსაცმელი არ გაუხდიათ, ქურთუკის და შარვლის ჯიბეები შემიმოწმეს.

გრიგოლ კაჭკაჭიშვილი მოვიდა, სანამ ჩხრეკას დაიწყებდნენ, ჩადებასთან დაკავშირებით პრეტენზიებს რომ ვაფიქსირებდი, თუ არ გაჩერდები ახლა, მოგადებო, შენზე ფილმებს გაჩევნებო, როგორც ჩანს, დიდი ხანი მითვალთვალებდა. ამის შემდეგ, პირი გამიღეო, ენა ამაწევინეს და ძალიან ინტენსიურად დამიწყო ხელის მოსმა, უცნაურ კონტაქტს ახორციელებდა ჩემს ლორწოვანთან, ვიფიქრე რომ ნარკოტიკის გადატანას ხომ არ აპირებდა, მერე მივხვდი რომ ბიოლოგიური მასალის უკანონოდ მოპოვება იყო, რომელიც დაიტანეს კიდეც იმ ნივთიერებაზე. ცისფერი ფერის ხელთათმანი ეკეთა. კობერიძე, კაჭკაჭიშვილი და გურეშიძე საკვანძო მომენტებში იყვნენ, მათი სახეებიც დამამახსოვრდა.

საბუთებზე, თუ არ ვცდები, ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერას მთავაზობდნენ, რაზეც ადვოკატის გარეშე უარი განვაცხადე, მუდმივ რეჟიმში ადვოკატთან დაკავშირებას ვითხოვდი.

ლევან ბერიძე [მეგობარი] ჩემი თვალთახედვის არეში არ ყოფილა“. – თქვა ახობაძემ.

როგორც ახობაძე განმარტავს, სამართალდამცავებს მისი კუთვნილი ავტომობილის განსაკუთრებული ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ.

„საბარგული ნახეს, ჩაფხუტი და ფეიერვერკი მედო, გაწიეს-გამოწიეს, უკანა სკამის ძირში მეყარა სარემონტო რაღაცეები, კარის ჯიბეები შეამოწმეს, ამით მანქანის ჩხრეკა დაასრულეს”,- განაცხადა ახობაძემ.

ახობაძის ჩვენების მიხედვით, მას უკვე პოლიციის შენობაში ალექსი კობერიძე იღლიიდან დნმ მასალა აიღო.

„უცებ, ალექსი კობერიძე წყვეტს, უნდა გაგჩხრიკოო, მახდევინებს „კურტკას“, ზემოდან ტანსაცმელს და იღლიებში მიკეთებს ზეწოლით მოძრაობებს, ზუსტად იმავეს, რასაც კაჭკაჭიშვილი აკეთებდა.

ვუთხარი, შენ ახლა ჩემგან დნმ მასალა აიღე-მეთქი, თავიდან უარყოფდა, მერე თქვა, ახლა მორალს ნუ მიკითხავო” – განაცხადა ახობაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაღუპულია 23 წლის ბიჭი – ტრაგედია გონიოში
  • თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება
  • 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge