თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გუშინ გაავრცელა წერილი, სადაც მასზე ძალადობის შესახებ წერს.
მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობზე „ტვ პირველთან“ ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა ისაუბრა.
„მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, გადაადგილდება ეტლით. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, აღიზიანებს მაგალითად მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტავს. აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითრადა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში.
დაზიანების არაერთი კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევებით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ, როგორც განმარტა გასაუბრებისას, რამდენიმე ადგიალს აქვს ნაკერები. უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატარას სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსნებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია, ხოლო გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციურის დირექტორი, ასევე ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ეს არის პროკურატურა.
გიორგი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია“, – თქვა მან.
ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებული წერილი იხილეთ ბმულზე.