„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ნგრევის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფორმულას“ რეპორტიორი ავრცელებს.
ცნობისთვის, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.