დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაპატიმრებულ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და დიპლომატ გია ჯაფარიძეს დედა გარდაეცვალათ.
აღნიშნულს სოციალური ქსელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება.
„ზურას დედის ამბავმა ყველა ადამიანადდარჩენილს ცხადია ბრაზი და ტკივილი გაგვიძლიერა.
მაგრამ ეს ბრაზიც და ტკივილიც არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ. თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია სწორედ ასეთ მომენტებში უბდა მოვბილოზდეთ და სწორ მოქმედებაზე მივმართოთ ენერგია.
ჩამოიშლება ეს არაადამიანების სისტემა ამ შემართებით“, – წერს ის.