პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ ჩანაწერს სათაურით – „ემიგრანტი მღვდლის დღიური“.
„ემიგრანტი მღვდლის დღიური
ინტუიცია დაბადებიდან გამომყვა… არასდროს მწამს იმის, რას საუბრობენ, უმეტესად იმას ვკითხულობ, შუბლზე რაც აწერიათ და სამწუხაროდ, იმდენად უშინაარსო და მზაკვრული ბიოგრაფიით მემეტყველებიან, მხოლოდ იმას ვფიქრობ, როგორ არ იღლება ამ უნიჭო სპექტაკლებით ეს ხალხი…
ჰოდა, დაბადებიდან ენერგიით ვარჩევ ადგილს, ადამიანს, გარემოს…
საკუთარმა თავმა ისე გამომზარდა, ეტაპობრივად ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მასწავლებლის ტიტულს ღირსეულად იმსახურებს.
მერე ლაქიებთან კონტაქტი მხოლოდ მთქნარების გამომწვევია, გონებას ვაძინებ და ღია თვალებით ,,ვუსმენ”…
ლამაზია ვანკუვეეი, ტბები, მდინარეები, დაუსრულებელი ნაძვები. ოკეანის სანაპირო, იახტები, ქათქათა თოლიები, მაგრამ ჩემი არ არის…
სავსეა, მაგრამ ცარიელია… დიდია, მაგრამ მცირეა…
ვიღაც არ მოიწყენს, ადვილად შეეთვისება, იცხოვრებს კიდეც…
მე რამდენჯერაც ოკეანის თავზე ღრუბლებიდან ამოწვერილ თვითმფრინავს დავინახავ, ვფიქრობ, ნეტავ ვიჯდე და სადმე მივფრინავდე, მეთქი…
კარგი ქართველები გავიცანი… შეწუხდნენ, მართლა გულით უნდათ აქ დავრჩე და კანადელი გავხდე… საბამ საკუთარ თავზე ჩემი მეურვეობა აიღო… ცდილობს, პირველი დღეები გამიადვილოს, მაგრამ მოზომილად შევაპარე, ვერ მომაწონებს იმას, რაც უკვე ამოვხსენი (თან მეღიმება, მაგრამ ღიად ჯერ ვერ ვეუბნები)
საოცარი ხალზია ბესო, დავითი, მისი მეუღლე, გორელი, ლევანი და სალომე, ვისთანაც დავბინავდი… ყველა მათგანი ჩემი ოჯახი გახდა…
ირაკლი სულ მწერს, მხარში მიდგას, ისე უნდა დამეხმაროს, ვშიშობ, ფეხით არ ჩამოვიდეს…
აქაც არიან ქართველები, ვინც თვლის, რომ კანადა მათი კუთვნილებაა და როგორ თუ აქ ჩამოსვლა გაბედე… ასეთი ქართველების უკან ისევ სასულიერო პირი დგას, ვინც ,,მრევლის” (უკვე ისტერიკამდე მეცინება ამ ტერმინზე) ჯაშუშობით ცდილობს დაადგინოს, ვრჩები თუ სხვაგან გადავდივარ…
ისე, კრისტიმ ვანკუვერის საერთო ჯგუფში დამამატა და ემიგრანტებს ჩემი თავი წარუდგინა…
მეც გულწრფელად მოვყვევი, რომ არასდროს იყო ჩემი ნატვრა ასე შორს წამოსვლა, მაგრამ საბჭოთა ეპისკოპოსის- შიო მუჯირის ბოროტების წყალობით იძულებული ვარ დროებით ჩემი ქვეყანა დავტოვო, მეთქი…
ბევრი თბილი გამოხმაურება მივიღე, მაგრამ იქაც გამოხტა ვიღაც ,,ვაჟკაცი” ქართველი- ,,შენღა გვაკლდი აქ”- კომენტარით..
ცხადია, უტაქტოა და ამიტომ გვერდი უპასუხოდ დავტოვე…
აქაურმა სასულიერო პირმა, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს დააკავშიროს, ყველა დაშალა და კლანებად ჩამოაყალიბა…
დიდად არც ეს მიკვირს, დღევანდელი დამახინჯებული საეკლესიო სისტემისთვის დამახასიათებელი ხელწერაა…
ჩემი თამაშის წესი ის არის, რომ ურთიერთიბებში არ ვთამაშობ… არც არავის ვერჩი, ბოლომდე ღია და გახსნილი ვარ, მაგრამ ფარისევლებს და მზაკვრებს აუცილებლად ვამხელ, რომ ახლოს არ გამეკარონ…
ამ მხრივაც ძალიან არაჯაბსაღი გარემოა… სულ თითზე ჩამოსათვლელი ქართველია და ისინიც ერთმანეთთან უბრად არიან მოძღვრის ,,ლოცვა-კურთხევით”…
დიახ, ეს არის დანახინჯებული სულიერი მდგომარეობის ფსიქოტიპი…
არადა, ცოტაოდენი სიყვარული და ჩვენ მართლა ვერავინ მოგვერეოდა…
მერე რა, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული აზრი გვაქვს, ასეც უნდა იყოს, ამის გამო ერთმანეთის შეძულება მცირე ადამიანობის ბრალია …
ამერიკასთან ყივეკდღიური ჩართვა მაქვს… ეკა, ნინო, თიკა, კიდევ უამრავი ერთგული და ნამდვილი ადამიანი მექაჩება, რა გინდა მანდ ჩვენთან გადმოდიო…
მგონი მივდივარ… ამ გზასაც ვცდი… ,,მგზავრის წერილები” ყველაზე მეტად იმიტომ მომწონდა, რონ სულ მოძრაობის იდეას აღნიშნავდა ხაზგასმით…
ჰო, უძრაობა ჭაობს ემსგავსება და გითრევს…
თან ვანკუვერში მყოფი მამაოც მინდა ,,გავახარო” და აქიდან წავიდე… ოღონდ იქნებ დავბრუნდე… სიხარული ხომ ისედაც დროებითია, მაგრამ მწუხარებაც ასეა… (ახლა კაფეში ვზივარ და გიჟივით მეცინება, ამ ხალხის პრიმიტიულ ხედვებზე…)
კარგი ქართველები მთავაზობენ დარჩი და მოქალაქე გახდებიო, მაგრამ კანადის მოქალაქეობას მსოფლიო მოქალაქეობა მირჩევნია…
ისე, იმ დალოცვილ მამაოს ჩემი აქ ყოფნით რა აკლდებოდა, მაგრამ აბა როგორ უნდა გამოავლინოს პატარა ადამიანობა…
მე არ მოვისვენებდი, სანამ ფეხზე არ დავაყენებდი და საკუთარ გზაზე გამართულად არ შედგებოდა… თავად, მშენებარე კორპუსის ხარაჩოზე ქანაობს და ჭოგრიტით მაკვირდება, ვრჩები თუ მივდივარ…
ეჰ, შური რა უკურნებელი სენია, კიბოსავით ბოლომდე გჭამს და გინელებს…
წვიმა შენელდა, ქუჩაში გაშლილი ქოლგები მოძრაობენ, გვერდით მაგიდასთან ძლივს მოფამფალე კანადელი მოხუცები სხედან და ყავას ათასნაირ ჭორებს აყოლებენ…
მე კი ბედნიერი ვარ თავისებურად და ამ განცდამ გაყინული მუხლები გამითბო…
09.07.25 ვანკუვერი“, – წერს ის.
ემიგრანტი მღვდლის დღიური

09.07.25 ვანკუვერი