Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

„დავასხით პულივიზატორი”- ატმის შეღებვის კადრების ავტორი პირველ კომენტარს აკეთებს

July 9, 2025
„დავასხით პულივიზატორი”- ატმის შეღებვის კადრების ავტორი პირველ კომენტარს აკეთებს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ხმაურიანი ვიდეოს ავტორი, რომელიც ატამს ღებავს, პირველ კომენტარს აკეთებს.

კადრების ავტორი ირწმუნება, რომ ვიდეო მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღო და შეღებილი ხილი არასოდეს გაუყიდია. მასალა “ტიკ ტოკზე” ფერმერმა თავად ატვირთა, ის ვიდეოში მწიფე იერის მისაცემად ატამს საღებავს ასხამს.

სოფელ ჩუმლაყში სახლის ტერიტორია, სადაც ხილს ასაწყობებდნენ, უკვე დალუქულია.

„დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე. მომყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ“, – აცხადებს ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი.

კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა.

„მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, აიღო ნიმუში, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ“, – აცხადებს გიორგი მესხიშვილი.

ატმის შეღებვის ვიდეოკადრების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.

ვიდეო კადრებში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ უკვე გამოკითხა. ისინი ამბობენ, რომ ხილის რეალიზება მოსახლეობაში არ მომხდარა და კადრები მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge