შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით კაცი დაჭრეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.