ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა პატრიარქის მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უცხადებს.
მიტროპოლიტმა საპატრიარქო კანდიდატის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა.
„პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.
მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა.
ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება.“, – აცხადებს მიტროპოლიტი საბა.
