Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება – რას მოიცავს ახალი სისტემა, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა?

July 9, 2025
ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება – რას მოიცავს ახალი სისტემა, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა?

ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტმა ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისთვის ახალი ციფრული შესვლა-გასვლის სისტემის (Entry/Exit System-EES) დანერგვა დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში შესვლისას უკვე შემდეგი მონაცემები იქნება საჭირო:

სახელი, დოკუმენტის ტიპი, საზღვრის გადაკვეთის ადგილი და ბიომეტრიული მონაცემები.

EES მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე თანაბრად გავრცელდება, რაც ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში მათი ყველა შესვლა-გასვლა ერთ მონაცემთა ბაზაში აღირიცხება, ხოლო სასაზღვრო სამსახურები მათ ბიომეტრიულ მონაცემებს ავტომატურად წაიკითხავენ და შეინახავენ.

EES-ის მთავარი მიზანი სასაზღვრო კონტროლის მოდერნიზაცია, შენგენის ზონაში უსაფრთხოების გაუმჯობესება და მრავალი პროცედურის ავტომატიზაციით სასაზღვრო შემოწმების მეტი ეფექტურობაა.

რა იცვლება ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შემსვლელი მოქალაქეებისთვის

შესვლისა და გასვლის რეგისტრაცია – სისტემა მესამე ქვეყნის მოქალაქეების ყოველი შესვლისა და გასვლის შესახებ ავტომატურად აღრიცხავს მონაცემებს, როგორიც არის თარიღი, საზღვრის გადაკვეთის ადგილი, ინფორმაცია სამგზავრო დოკუმენტზე და ბიომეტრიული მონაცემები, ანუ თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება.
პასპორტში შტამპების ჩანაცვლება – EES პასპორტებში შტამპის ხელით დასმის ამჟამინდელ პრაქტიკას შეცვლის, რაც დროს დაზოგავს და საზღვრის გადაკვეთის უფრო ზუსტ მონაცემებს უზრუნველყოფს.

ევროკავშირში ყოფნის ხანგრძლივობის აღრიცხვა – სისტემა ავტომატურად გამოთვლის, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა მოგზაური შენგენის ზონაში, რაც მაქსიმალური ვადით, კერძოდ, 180-დღიან პერიოდში 90 დღით ყოფნის წესის დაცვას ხელს შეუწყობს.

დარღვევების გამოვლენა – EES იმ პირთა გამოვლენას გაამარტივებს, რომლებიც ევროკავშირში ყოფნის ნებადართულ ვადას აჭარბებენ, ასევე, ხელს შეუწყობს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც დოკუმენტების გარეშე მოგზაურობენ ან ყალბ დოკუმენტებს იყენებენ.

გაძლიერებული უსაფრთხოება – ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის სხვა მონაცემთა ბაზებთან, როგორიც არის, მაგალითად, სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS) და ევროკავშირის მოქალაქეთა მონაცემთა სისტემა (SIS), რაც ტერორისტული თავდასხმებისა და სხვა სერიოზული დანაშაულების პრევენცია-გამოძიებას ხელს შეუწყობს.

ვისზე ვრცელდება ეს ცვლილება?

ვიზის არმქონე ვიზიტორებზე (მაგალითად: გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა, ავსტრალია და იაპონია);

შენგენის ვიზის მფლობელებზე, რომლებიც მოკლევადიანი ნებართვით შედიან;

ხშირ მოგზაურებსა და ბიზნეს ვიზიტორებზე.

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემა შემოდგომიდან დაინერგება.

პროცესი 180 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საწყის ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში მისი ფუნქციონირება შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სისტემის ჩაშვების ფორმატს, თანდათანობით დანერგონ ის თუ ყველა საკონტროლო პუნქტზე დაუყოვნებლივ დაიწყონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge