Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დაკავებულია 34 პირი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

July 9, 2025
„დაკავებულია 18 პირი“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 34 პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ, გელა გელაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას ჩვენ მიერ ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ. გუშინ, გვიან ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას, ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი.

გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია, სავარაუდოდ, იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და სხვა, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები. ამ დანაშაულების ჩადენისთვის, მათი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ მიერ დაკავებული პირები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან. აქვე, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება, რითიც უამრავ მოქალაქეს ვიხსნით ნარკომანიის უმძიმესი სენისგან“, – განაცხადა გელაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge