ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება წელის მიდამოს დაჟეჟილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის დამატებითი კვლევები უტარდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.