პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა თბილისის მერობის კანდიდატის საკითხზე ისაუბრა.
ბუჩუკურის თქმით, მის პარტიას ჰქონდა იდეა, თბილისის მერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი წარედგინა.
„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხს რაც შეეხება, რამდენიმე თვის, დაახლოებით, 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა ბუჩუკურმა.