განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, პროცესები ისე მიდის ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს “დაღუპავს და საბოლოოდ შეიძლება ხელბორკილებიც დაადოს”, რადგან ივანიშვილი “აგონიაში მყოფი ადამიანია”.
შაიშმელაშვილის განცხადებით, “დღეს რაც ხდება კრიმინალური სახელმწიფოა” და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იქცევიან ისე, როგორც კრიმინალები.
კობახიძე ივანიშვილს დაღუპავს და საბოლოოდ შეიძლება ხელბორკილებიც დაადოს ისე მიდის პროცესები, მე რასაც ვუყურებ იმიტომ, რომ ეს [ივანიშვილი] არის ჩაკეტილ სივრცეში, აგონიაში მყოფი ადამიანი.
ეს ქმედებები, რასაც დღეს სახელმწიფოში ვუყურებთ, ეს არც სამართლებრივი სახელმწიფოს ასპექტებს განეკუთვნება, არც ძალადობრივს, არც ავტორიტარულს, არც ავტოკრატიულს. დღეს რაც ხდება ეს არის კრიმინალური სახელმწიფო. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იქცევიან ისე, როგორც კრიმინალები და ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით მიღებული მოქმედებები,” – განცხადა შაიშმელაშვილმა.