Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

July 7, 2025
8 ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

8 პოლიტიკურმა პარტიამ 19 ივლისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსა. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან განაცხადეს.

პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ, აღნიშნავენ, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ყველას, ვინც თვლის, რომ ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის, მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

ჩვენ, აქ შეკრებილი 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ვადასტურებთ, უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე. 

ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა. 

მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს, დღეს, ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფებ წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს, ტავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას. 

“ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს. ამის საპირისპიროდ ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. 

ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის ადგილობრივ დონეზეც. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას, ამ მიზნით 19 ივლისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე გავმართავთ საპროტესტო მსვლელობას. ვთხოვთ მოსვლას ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. 

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს. უარი რუსულ სპეცოპერაციას. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ვიდგებით მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად,” – განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge