Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს”- ორ პირს ბრალდება წაუყენეს

July 7, 2025
“შემთხვევის ადგილას რამდენიმე დაღუპული და ათობით დაშავებულია”– რა ინფორმაციას ავრცელებს პრაღის პოლიცია

Shallow depth of field image taken of yellow law enforcement line with police car and lights in the background.

საქართველოს პროკურატურამ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო რეალიზაციის  მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2913,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც შეიცავს 1815,315 გრამ კოკაინს. ბრალდებულმა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ათასობით აბს, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 945,817 გრამ, ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს.

ბრალდებული უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქესთან ერთად, ჯგუფურად ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის და მდმა-ს  უკანონო რეალიზაციისთვის მომზადებას, რაც  სამართალდამცავი პირების მიერ აღიკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა) და 18,260-ე ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ’’ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნტებით (ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge