რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.
მარშის სახელწოდებით – USA, Make Georgia Great Again – მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
“დღეს არის ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ამერიკა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ბოლო 34 წელია არის საქართველოს უმთავრესი პარტნიორი, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, ძალიან დიდი წვლილი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, მხარდაჭერაში. გვინდა, ჯერ ამერიკელ ხალხს მივულოცოთ ეს დღე და ასევე ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მეგობრობა არის ურყევი, მიუხედავად ამ რეჟიმის გადაწყვეტილებებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხი არის ძალიან ერთგული ამ მეგობრობის – ამის დემონსტრირება გვინდა, ასევე, გვინდა იმის ხაზგასმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-მა ამ რეჟიმზე ზეწოლა გააძლიეროს, მათ შორის “MEGOBARI” აქტის მიღებით”, – განუცხადა”ინტერპრესნიუსს” მარშის მონაწილე ტატო ქელბაქიანმა.
მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.