Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმები იზრდება – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

July 2, 2025
გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება ის

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქვეითებისთვის ამჟამადაც მოქმედებს ჯარიმები, თუმცა, ინიციატორების განმარტებით არსებული ფულადი სანქცია, ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც, საჭიროა ჯარიმების გაზრდა.

„ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა. ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა, აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს“, – წერია განმარტებით ბარათში.

ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება

ქვეითების (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა აქამდე 10-ლარიან ჯარიმას იწვევდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 50 ლარი გახდება.

ამასთანავე, ერთი წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი 100 ლარი ხდება.

აღსანიშნავია, რომ კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ერთ წელში დანაშაულის განმეორება კი 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ინიციატორების განცხადებით, „კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია რიგგარეშე სესიაზე მიღება“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბიძინამ მოსადი განარისხა” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • „ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა გარდაიცვალა
  • მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge