“ილონ მასკმა, მანამდე, ვიდრე მყარად დამიჭერდა მხარს, როგორც პრეზიდენტს, იცოდა, რომ “ელექტრომობილების მანდატის” (EV Mandate) ძლიერი მოწინააღმდეგე ვიყავი. ეს სასაცილოა და ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემი კამპანიის.
ელექტრომობილები კარგია, მაგრამ ყველას არ უნდა დავაძალოთ, რომ ასეთით იაროს.
ილონი, შესაძლოა, უფრო მეტ სუბსიდიას იღებდეს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში — და თან დიდი სხვაობით. სუბსიდიების გარეშე კი, სავარაუდოდ, მას კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება მოუწევდა.
აღარ იქნებოდა არც რაკეტების გაშვება, არც სატელიტები, არც ელექტრომობილების წარმოება — სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყანა უზარმაზარ თანხას დაზოგავდა.
შეიძლება დროა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) ამ ყველაფერს სერიოზულად შეხედოს?
დიდი თანხა დაიზოგება!!!”-წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, თუ კონგრესი ქვეყნის ბიუჯეტის კანონპროექტს დაამტკიცებს.