რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ასე უნდა მოექცე მოღალატე მღვდლებს, როგორც ექცევა მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი.
ასე უნდა ელაპარაკო ოკუპანტ რუსეთს, როგორც ელაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი ( “სპუტნიკის” აგენტურასაც ვირის აბანოში უკრა თავი).
თავის დროზე სომხეთს რომ დაეთმო აზერბაიჯანის ოთხი რაიონი, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა, დღეს ყარაბაღი იქნებოდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით და სომხური მოსახლეობით. არ დაიღუპებოდა ათასობით სომეხი ( აზერბაიჯანელი) ჯარისკაცი და არ მოხდებოდა სომხური მოსახლეობის აყრა ყარაბაღიდან.
პაშინიანს უნდოდა ტერიტორიების აზერბიჯანისთვის დაბრუნება და ყარაბაღის პრობლემის მშვიდობინი გზით მოგვარება, სომხურ პრორუსულ კორუმპირებულ ხელისუბლებას არა. ყარაბაღი იყო მათი ქონებისა და ძალაუფლების წყარო.
პაშინიანს უნდოდა გენოციდის მუდმივად მგლოვიარე სომხური ეროვნული იდეოლოგიის შეცვლა და თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, სომხეთის პრორუსულ ხელისუფლებას კი არა.
პაშინიანი თავის მიერ არჩეულ გზას აგრძელებს, არღვევს ბლოკადას, შორდება რუსეთს, მიდის ევროპისკენ და რეგიონში რეფორმატორი ლიდერი ხდება.
პაშინიანის ფონზე “ქართული ოცნების” რუსული ხელისუფლება პროვინციულად და უსახურად გამოიყურება.
ვუსურვოთ წარმატება ჩვენს მეზობელ და მეგობარ ერს. ერთიან ევროპაში ერთად კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით.
ვერ გაიხარებს რუსეთი კავკასიაში!”- წერს რომან გოცირიძე.