აზერბაიჯანის პოლიციამ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს “სპუტნიკის” თანაშრომელებს შორის რუსული “ეფ ეს ბე”-ს აგენტები აღმოჩინა.
ირკვევა, რომ ჟურნალისტის სტატუსით პუტინს ბაქოში აგენტები ჰყავდა გაგზავნილი. “სპუტნიკის” ოფისები დახურეს ევროკავშირის ქვეყნებში, ამ დროს კი პუტინის რუპორად წოდებული საინფომაციო სააგენტო შეუფერხებლად მუშაობს საქართველოში.
“სპუტნიკ საქართველოს” ოფისი თბილისის ცენტრშია განთავსებული და დაარსების დღიდან მის მიმართ კითხვები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არასდროს ჰქონია.
სააგენტოს ვებ გვერდზე ვერ ნახავთ, ვერც მისამართს, ვერც ოფისს, ვერც აქ დასაქმებული ჟურნალიტების გვარებს. ყველა სტატია ანონიმურად ქვეყნდება და არცერთს არ ჰყავს ავტორი. ფონდ “თავისუფალი რუსეთის” დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ თბილისშიც ბაქოს რედაქციის მსგავსად, გადაცმული აგენტები მუშაობდნენ.
მეზობელ აზერბაიჯანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ, ჩნდება კითხვა, რატომ არ ებრძვის “ქართული ოცნება” რუს ჯაშუშებსა და აგენტებს. “ოცნების” 13 წლიანი მმართველობის მანძილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არცერთი რუსი აგენტი არ გამოუვლენია. უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტია ქვეყნის შიგნით ებრძვის ყველას, რუსი აგენტურის გარდა.