No Result
View All Result
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის, შახინ შიხლინსკის ძალადობრივი დაკავების ამსახველი კადრები გავრცელდა.ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სამართალდამცველები შიხლინსკის ავტომობილს “ბაქუ პლაზასთან” აჩერებენ, მინებს უმტვრევენ და მასთან ერთად მისი ვაჟიც ძალადობრივად მანქანიდან გამოჰყავთ. მოგვიანებით ვაჟი გაათავისუფლეს, თავად შიხლინსკი კი კვლავ პატიმრობაში რჩება.დაკავების ფონზე, აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეების ორ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას ბრალი წაუყენეს ირანიდან ნარკოტრანზიტში, ონლაინ ნარკოტრეფიკინგსა და კიბერთაღლითობაში. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი თანამზრახველების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.ეს ყველაფერი რუსეთ-აზერბაიჯანს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე ხდება. 28 ივნისს ბაქომ ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა მოსკოვს ორი აზერბაიჯანელის “ბრუტალური მკვლელობის” გამო, რაც, ოფიციალური ინფორმაციით, 27 ივნისის რეიდებისას მოხდა. მალევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა, ხოლო 30 ივნისს პოლიცია შეიჭრა ბაქოში რუსული პროპაგანდისტული მედიის, Sputnik-ის ოფისში და შვიდი პირი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.
No Result
View All Result