უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი ემზადება ახალი ოპერაციებისთვის.
მისი თქმით, რუსეთი არა მარტო უკრაინაში, არამედ ოპერაციებს გეგმავს ევროპის ტერიტორიაზეც.
“პუტინმა დიპლომატიას უკვე თითქმის ნახევარი წელი მოპარა. რუსეთი თავის გეგმებს არ ცვლის და ამ ომიდან გასვლის გზებს არ ეძებს. პირიქით, ისინი ახალი ოპერაციებისთვის ემზადებიან, მათ შორის ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე.
რუსეთმა უნდა ნახოს, რომ მათი შეჩერების შესაძლებლობა გვაქვს. ამიტომ, ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის მეტი კოორდინაცია და ეფექტურობა გვჭირდება.” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.