ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
