“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს.
მან ამის მიზეზად 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება დაასახელა.
“ძალიან მიხარია, რომ ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო განცხადება წაიკითხა ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: “თავისუფლების მოედანი”, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ახალი”. “გირჩი-მეტი თავისუფლება”, “დროა”, ”ფედერალისტები”.
ამასთან “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შიმშილობას წყვეტს გედევან ფოფხაძეც.