Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, რადგან “ოცნება” აჩქარებს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას”- IPI

June 30, 2025
“საქართველოში სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, რადგან “ოცნება” აჩქარებს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას”- IPI

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) “ქართული ოცნების” მიერ მედიის ჩახშობის მცდელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს წევრობის კანდიდატ ქვეყანაში მედიის უპრეცედენტო შევიწროებას.

IPI-ი წერს, რომ საქართველო ყოველდღიურად უახლოვდება ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნად გადაქცევას, რადგან “ოცნება” აგრძელებს დემოკრატიისთვის “ძირის გამოთხრას და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას”.

“IPI-ის გლობალური ქსელი, დღეს, საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობის შესახებ, სულ უფრო რეპრესიული კანონების შემოღების და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე, გაფრთხილებას გამოსცემს. ყოველდღიურად საქართველო უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, რადგან მმართველი პარტია “ქართული ოცნება” აძლიერებს ძალისხმევას დემოკრატიის ძირის გამოთხრისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მიმართულებით.

ბოლო კვირაში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ჟურნალისტების ცილისწამებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნას გაცილებით ამარტივებს, მან დააწესა ახალი შეზღუდვები სასამართლოებიდან რეპორტაჟებზე და ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობა გააგრძელა, მიუხედავად სამედიცინო დასკვნებისა, რომ მისი მხედველობა საშიშად გაუარესდა ციხეში ყოფნის დროს,” – წერია განცხადებაში. 

IPI-ი ასევე წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს ევალებათ ახლავე იმოქმედონ, რათა დაგმონ და ეფექტური ზეწოლა მოახდინონ “ქართულ ოცნებაზე”, ინსტიტუტების ლიდერებსა და მოსამართლეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე.

IPI-ის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შემოღებული კომბინირებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საფუძვლებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”შენმა დედამ უნდა თქვას, შვილი გავზარდეო” – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ლუდის მაღაზიაში დაწყებული დაპირისპირება 39 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა ავლაბარში
  • “ვის ამზადებს კრემლი “ბიძინა 2-ის” კანდიდატად?” – არმაზ ახვლედიანის მოსაზრება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge