Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგარეო უწყებიდან ორ დღეში 40-მდე თანამშრომელი გაუშვეს – რას ამბობენ ყოფილი საჯარო მოხელეები

June 30, 2025
საგარეო უწყებიდან ორ დღეში 40-მდე თანამშრომელი გაუშვეს – რას ამბობენ ყოფილი საჯარო მოხელეები

მაკა ბოჭორიშვილმა უწყების მხოლოდ ცენტრალური აპარატიდან ბოლო ორ დღეში 40-მდე ადამიანი გაათავისუფლა. ირკვევა, რომ სახლში გაშვებულებიდან ყველა ევროინტეგრაციის პეტიციაზე ხელმომწერია. “პირველების” ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა სამსახურებიდან გაათავისუფლა ის დიპლომატებიც, რომლებსაც ამ უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვთ. ცნობილია ისიც, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები თანამშრომლებს არასამუშაო დღეს გაეგზავნათ.

ყოფილი საჯარო მოხელეები ფაქტს რეპრესიებად აფასებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ მიზეზი ევროინტეგრაციის პეტიციაზე ხელმოწერებია.

ეს ე.წ. რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომელიც იყო ერთგვარი პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის 28 ნოემბრის პეტიციაზე. აქ პტიმიზაციასტან არ გვაქვს საქმე, არამედ საქმე გვაქვს ზოგადად, იმ მიმართულებების, ევროკავშირში გაწევრების მიმართულება, ნატოპში ინტეგრაციის მიმართულება და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ელემენტარულად, ამ დეპარტამენტების დაკნინება, შემცირება და ძირითადად, ეს შეეხო იმ თანამშრომლებს, რომლებმაც პეტიციას მოაწერეს ხელი. მაგალითად, 12 კაცია დეპარტამენტში 3 პოზიცია დატოვეს, რომელიც ჩვენი იყო და ეს 12 ადამიანი ერთმანეთს უნდა შეჭიდებოდა თუ რავიცი…ცხადია, გასაგები იყო ეს ფარსი და მე არ მიმიღია მონაწილეობა. თავად ის იყო რეპრესია და ზეწოლა, როდესაც ამ ფორმით აკეთებ ადამიანებზე ზემოქმედებას და ამ ფომით აკეთებ დაყოფას, – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე დავით ბაზერაშვილი. 

სამსახურიდან გათავისუფლებებს ევროინტეგრაციის პეტიციაზე ხელმოწერებს უკავშირებს საგარეო უწყების კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ქეთი ფრუიძეც. მისი თქმით, პეტიციას ხელი 250 თანამშრომლემა მოაწერა და ყველამ წინდაწინ იცოდა, რომ ამისთვის დაისჯებოდა და ასეც მოხდა.

ხელშეკრულებაზე მომუშავე ადამიანების, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა ხელმომწერი გაუშვეს. საელჩოებშიც შემთხვევაშიც კონკრეტულად ის შტატები გააუქმეს, რომლებზეც ხელმომწერი პირები მუშაობდნენ და ცენტრალურ აპარატშიც, პრინციპში, გამოჩნდა, რომ ეს ნიშანი არის განცხადებაზე ხელმოწერა, ძირითადად. 250-მდე ხელმომწერი ვიყავით და ვიცოდით, რომ სამაგალიტოდ დავისჯებოდით აუცილებლად და ასეც მოხდა, – ამბობს ქეთი ფრუიძე. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ რეორგანიზაცია გამჭვირვალედ მიმდინარეობს და კოკურესებიც გამოცხადებულია, თუმცა თანამშრომლების ნაწილმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვის ამზადებს კრემლი “ბიძინა 2-ის” კანდიდატად?” – არმაზ ახვლედიანის მოსაზრება
  • თამარ ჩერგოლეიშვილი მიმართვას ავრცელებს
  • „5 წლისა და 4 თვის თავზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა. მიზეზი უკანონო გათავისუფლებაა”- თეონა ბაკურაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge