თურქეთის ქალაქ იზმირში მეორე ტყის ხანძრებს ებრძვიან.
როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, იბრაჰიმ იუმაკლი ამბობს, ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს, ოპერაციაში კი 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და 27 შვეულმფრენი მონაწილეობს.
მისივე ცნობით, იზმირის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი კვამლის გამო ფრენები დროებით შეჩერებულია.
უსაფრთხოების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა რამდენიმე სოფელში.