Bild-ის ინფორმაციით, 27 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების გამანადგურებლები რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის შესაჩერებლად ბალტიის ზღვის თავზე აფრინდნენ.
გამოცემის ცნობით, რუსეთის IL-20M ტიპის თვითმფრინავი კალინინგრადიდან წინასწარ წარდგენილი ფრენის გეგმის გარეშე აფრინდა და დასავლეთით, პოლონეთისა და გერმანიის მიმართულებით გაემართა.
რუსული თვითმფრინავი NATO-ს რადარების სისტემამ დააფიქსირა, რის შემდეგაც NATO-მ გერმანიის ბუნდესვერის სწრაფი რეაგირების ჯგუფს (QRA – Quick Reaction Alert) ინციდენტის შესახებ აცნობა.
გერმანიამ რუსული IL-20M-ის შესაჩერებლად ორი Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი გაუშვა.