Friday, June 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველას გვიჭერენ, ახლა დიდი შერიგების და ერთობის დროა”- ალეკო ელისაშვილი

June 26, 2025
თავისუფლების მოედანზე ალეკო ელისაშვილი დააკავეს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ყველა ოპოზიციურ პარტიას შერიგებისა და ერთობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თვითონ იქნება პირველი, ვინც ყველაფერზე მაღლა დადგება და ყველა იმ ადამიანს, ვისაც “ამ დრომდე დასანახად ვერ იტანდა და მათთან კონფლიქტში იყო, შერიგების ხელ გაუწვდის.“

როგორც ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს ვერ იტანდა, თუმცა მზადაა, მასაც ხელი ჩამოართვას, თუ მასში გულწრფელ სინანულს დაინახავს, რადგან მიიჩნევს, რომ ბევრ ცუდთან ერთად, მან ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა და ყველაზე მთავარი “ქვეყანა წუმპედან ამოიყვანა“.

“ახლა არის დიდი შერიგების და ერთობის დრო, სუს-ი და “ქართული ოცნება“ რას აკეთებს? სულ წაკიდებულები ვართ ერთმანეთში. შევიდეთ-არ შევიდეთ არჩევნებში, შენ თუ ჩემსავით არ ფიქრობ, მოღალატე ხარ. ყველას გვიჭერენ, მე მაქვს 22 ივლისს პროცესი,  3-წლიანი მუხლი მაქვს, ჩემი დაბარებაც არ უნდათ. არ მეშინია, ფეხებზე მკიდია ესენი, თან ვიცი, რაც არის -ციხეც გამოვიარე, ცემაც და ტყეპაც, ნეკნი მომტეხეს, არ მაინტერესებს, გამორიცხულია, უკან დახევა არ იქნება, უნდა ვიბრძოლოთ, მითუმეტეს ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს, სამოცი კაცი და ქალი ციხეშია.

მე მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს, ის არის ძალიან დიდი ტიპი, სააკაშვილმა ეს ქვეყანა ამოიყვანა ისეთი ჭაობიდან, ისეთი რეფორმები გაატარა, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა-ეს არის ფაქტი, ასევე, მეორე ფაქტია, რომ ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს-ცხინვალი, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე მას უთავბოლობის გამო ვაკრიტიკებდი და ახლაც გავაკრიტიკებ, არაეფექტური მმართველობის და სარდლობის გამო და იმ კრიზისმენეჯმენტის გამო, რაც იყო. მას საქართველოსთვის, ამათგან განსხვავებით არ უღალატია, მტერს არ შეკვრია და მან როცა არჩევნები წააგო, დათმო ძალაუფლება, რა თქმა უნდა, მას ძალაუფლება გაუტკბა, თავი სულთანად და ფადიშაჰათ წარმოიდგინა, ძვლებში ამტვრია ხალხი, საშინელები მოაწყო გლდანის ციხეში, ჯოჯოხეთი მოუწყო ხალხს და ეს ვერ მოინელა ზუსტად ხალხმა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ. თითქმის, დავკარგეთ ეს ქვეყანა, ცოტა გამოვიღვიძოთ. მისთვის ხელის ჩამოსართმევად მხოლოდ მისი გულწრფელი სინანული მჭირდება, იმ საზიზღრობების გამო, რაც ჩაიდინა. მის მომხრეებსაც მინდა ვუთხრა, დასანახად ვერ ვიტან მას, არ მიყვარს, მაგრამ ხელს ვუწვდი, ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ. ასევე ხელს ვუწვდი გუგავას და ნათელაშვილს. ახლა მთელი ქვეყანა განსაცდელში ვართ, ციხისგან დაზღვეული არავინაა. ყველას ვუწვდი ხელს, ვინც “ქართული ოცნების“ მომხრე არაა, -განაცხადა ელისაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “სოფელში საშინელი ტრაგედია ტრიალებს”- 27 წლის ბიჭი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
  • როგორი ამინდი იქნება 27 ივნისს – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge