Wednesday, September 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას”- ნინო შუბლაძე ჟურნალისტების აქციას ეხმიანება

June 26, 2025
“მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას”- ნინო შუბლაძე ჟურნალისტების აქციას ეხმიანება

“მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას”- ასე ეხმიანება გადაცემა ღამის კურიერის წამყვანი, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე პირდაპირ ეთერში აქციას, რომელიც ტელეკომპანიასთან – “ჟურნალისტების მოძრაობა მზია ამაღლობელისთვის” წევრებმა გამართეს.

წამყვანმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ რუსთავი 2-სთვის”არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება”, თუმცა ჟურნალისტების მოთხოვნას, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატს პირდაპირი ეთერი დაუთმონ – “სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობა” უწოდა.

“როგორც ამ წუთებში მატყობინებენ, რუსთავი 2-ის შენობასთან იმყოფებიან ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი, ნინია კაკაბაძე და მედიის სხვა წარმომადგენლები. ისინი ითხოვენ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერს მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის, რომ პასუხი გასცენ პრემიერ კობახიძის ბრალდებებს. ისინი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რუსთავი 2-ის ეთერიდან მზია ამაღლობელის მიმართ გაჟღერდა არაერთი დეზინფორმაცია. შესაბამისად, მათი მთავარი მოთხოვნაა, გადაცემაში მიიწვიონ დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც, გააბათილებს ცრუ ბრალდებებს.

შემიძლია გითხრათ, რომ მაია მწარიაშვილს რუსთავი 2-მა და კურიერმა შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა და პოზიციის გამოხატვა, რაზეც უარი მივიღეთ. და მოთხოვნა არის აუცილებლად პირდაპირი ეთერი, ამ გადაცემის ფორმატი. აქვე, როგორც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება ჩვენს არხზე, მისი მხარდამჭერების პოზიციების გაშუქება.

ახლაც მზად ვართ, რომ მაია მწარიაშვილის პოზიცია მოვისმინოთ და მას მივცეთ საშუალება, გასცეს პასუხი იმ ბრალდებებს, რაზეც მას სურს, თუმცა მოთხოვნა – თუ რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს სტუმარს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია რუსთავი2 და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას.

მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასოდეს პრობლემას არ წარმოადგენს ამ პროცესების, არც პატიმრის მხარდამჭერების განცხადებების გაშუქება”, – თქვა მან.

ცნობისთვის, აქციაზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა მოითხოვეს, რომ ადვოკატ მაია მწარიაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, გადაცემა ღამის კურიერში უპასუხოს ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომლითაც, მათი თქმით, ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ₾4 მლნ-ზე მეტის მითვისებისთვის დაკავებულია ვანის საკრებულის ყოფილ დეპუტატი, ბიჭიკო პაიკიძე – პაიკიძე სუს-ის ყოფილი უფროსის, ლილუაშვილის ნათესავია
  • სუს-ის ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 124 249 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 პირი დაკავებულია, ხოლო 1 პირს ეძებენ
  • საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge