ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანი შეძლებს დაზიანებული ბირთვული ცენტრების აღდგენას. განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ ავსტრიაში ვიზიტისას გააკეთა.
გროსის თქმით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ნაწილი იერიშებს გადაურჩა. მან უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, თუ რა დროით წასწია უკან ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა.
„მე არ მომწონს ამის განხილვა ისე, თითქოს ქვიშის სააათს ვუყურებდეთ. სამხედრო ოპერაციას აქვს საკუთარი ლიგიკა და მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ შევაფასო, ცუდი იყო ის თუ კარგი. ჩვენ გვაქვს ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა გროსიმ.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ირანთან მუშაობა გრძელვადინაი გამოსავლის მოსაძიებლად.
ცნობისთვის, ისრაელის სპეცსამსახურების წინასწარი შეფასებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანი „ძალზედ მნიშვნელოვანი იყო“.
თავის ,მხრივ ირანშიც განაცხადეს, რომ ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად, ბირთვული ობიექტები სერიოზულად დაზიანდა.