ექსპერტი, გიორი კეპულაძე მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით საქსტატის განახლებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და კითხვას სვამს, “რის ან ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა?”
„დღეს საქსტატმა გვამცნო, რომ 2024 წლის აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობა 3 914 ათასი კაცია. ანუ, ბოლო ათ წელში დაახლოებით, 200 ათასით გავმრავლდით. რიცხვებს თუ გავყვებით, ბოლო ათ წელში დაახლოებით 250 ათასით მეტი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა. შობადობამ ამ ათ წელიწადში მხოლოდ 7400-ით აჯობა სიკვდილიანობას, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რის ან ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა? პასუხი თითქოს მეთოდოლოგიაშია: “აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა) და მოქალაქეობის არმქონე პირები” თუმცა, ამხელა მატების ახსნა მაინც ძალიან ჭირს”,- წერს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, ოფიციალური განცხადებით, 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც 53% ქალია, 47% კი – მამაკაცი.