აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ირან-ისრაელის ომი „შესაძლოა მალე ისევ დაიწყოს ერთ დღეს“. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
კითხვაზე, თუ რატომ არის ის ასე დარწმუნებული, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომი დასრულდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
იმიტომ, რომ მე ორივესთან მქონდა საქმე და ორივე დაღლილია, გამოფიტულია.
მისი თქმით, „მათ ძალიან მძიმედ და სასტიკად იბრძოლეს“.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ვფიქრობ, ერთ დღესაც შესაძლოა მალე ისევ დაიწყოს“.
შეგახსენებთ, 24 ივნისს, დილით შტატების ლიდერმა დაწერა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა და მოუწოდა ირანსა და ისრაელს, არ დაარღვიონ შეთანხმება. ამასთან, ტრამპის თქმით, „ისრაელი ირანზე თავდასხმას არ აპირებს, ყველა თვითმფრინავი უკან დაბრუნდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.