ზაფხულში მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე საუბრობს და ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდი უჩვეულო არ იქნება. მიუხედავად ივლისის თვეში დაბალი და ნალექიანი ტემპერატურისა, ივლისი-აგვისტო შედარებით ცხელი იქნება.
მისივე თქმით, კატასტროფები ნავარაუდები არ არის, თუმცა შესაძლებელია მოხდეს ზედაპირული ეროზიები.
“ამ ზაფხულს ტენიანობა მაღალია. ტემპერატურა, როგორც წესი, ივლისი-აგვისტოს პერიოდში აიწევს, თუმცა არა იმდენად, რაც აქამდე არ დაფიქსირებულა.
მე პირადად, გარკვეულ გავლენებს ვხედავ ვულკან ეტნას ამოფრქვევასთან დაკავშირებით.
ნებისმიერ სიტუაციაში, ტემპერატურა ძალიან არ აიწევს. იქნება ისეთი, როგორც აქამდეც ყოფილა.
რაც შეეხება რისკებს, მათი წინასწარი შეფასება რთულია,
წვიმიანობა და ტენიანობა მაღალია.
რა თქმა უნდა, არსებობს გვაქვს გარკვეული რისკის ზონები, რომლებიც მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, თუმცა “გარემოს ეროვნული სააგენტო” ამას აკვირდება და სწავლობს.
ვერ ვიტყვი, რომ მოსალოდნელია კატასტროფები, თუმცა გარკვეულ პერიოდებში, შესაძლებელია მოხდეს ზედაპირული ეროზია სხვადასხვა რაიონებში.
ჯერ-ჯერობით, ტემპერატურა არ იმატებს, თუმცა ნავარაუდები 31-32 გრადუსი ზაფხულის მანძილზე, ჩვეულებრივი ამბავია.” – ამბობს ნინო ჩხობაძე.