7 წლის უკრაინელი გოგო, ნასტია ბურიუკი, რომელიც ისრაელში ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ ჩავიდა, ირანული საჰაერო იერიშის შედეგად საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა.
ბურიუკი 13 ივნისს ირანის საჰაერო იერიშის დროს დედამისთან, ბებიამისთან და ორ ძმასთან ერთად ბათ-იამში საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
ნასტია ბურიუკს 2022 წელს ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედებს. ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად ბურიუკის ოჯახი საქველმოქმედო შემოწირულობების დაფინანსებით გოგოს სამკურნალოდ ისრაელში ჩავიდა, სადაც მას ძვლის ტვინი გადაუნერგეს.
ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ბურიუკს ლეიკემია შეუბრუნდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ოჯახი ისრაელში გოგოს ხელახლა სამკურნალოდ დაბრუნდა. ოჯახს სწამდა, რომ რუსული იერიშების გამო ისრაელში ოდესაზე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ.