თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებსა და საქმეებზე, კიდევ ერთხელ გაკეთდა კომენტარი „ქართულ ოცნებაში“ – სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტიკური განცხადებებით საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.
„ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეა. ოპოზიცია ანგაჟირებულია იმით, რომ მას აქვს ბიძინა ივანიშვილის ქონება მოპარული და ეს არის მთელი ამ კრიმინალის გარშემო ოპოზიციის თუ გარკვეული უცხოური აქტორების ჟივილ-ხივილი,“ – ამბობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიოგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.
შეგახსენებთ, 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა.
შსს სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც, სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა, თუმცა საქმის მასალებში მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საუბარი არ არის, როგორ აღმოჩნდა, პასპორტჩამორთმეული ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტოტიაზე.
რა ვითარებაში დააკავეს ბაჩიაშვილი? – იხილეთ ბმულზე