Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია”- ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

June 18, 2025
“მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია”- ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, არასწორია ინფორმაცია, რომ ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას არამიზნობრივად სთხოვს.

“დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.

ამ პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას”, – ამბობს ის.

რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგის შემდეგ ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი და ფოტო შესაბამისი დოკუმენტიდან, სადაც მოთხოვნილია ბენეფიციარების პირადი ნომრები, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტოსურათები.

ცნობისთვის, იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

ბრაჭველის თქმით, ბიურომ მოითხოვა ბენეფიციარების, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – 27 წლის ქართველს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
  • ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე
  • ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge