ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
,,როგორ ქმნიან ოპოზიციურ ერთობას ჩვენი პარტიები:
ნაცები ახლებს ეძახიან მოღალატეებს, ახლები ნაცებს დრომოჭმულებს, ორივე ერთად გახარიას, ლელოს და გირჩი 36 ეძახიან ქოცებს, შესაბამისად რუსებს, გირჩი 36 საერთოდ ყველას დასცინის, ოთხი პარტია განსაკუთრებით არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამ შედეგების ბარიერგადალახულობას პრესტიჟად მიიჩნევენ, რის გამოც გირჩი 36 ზემოდან უყურებენ, რომელიც ასევე ზემოდან უყურებს სხვებს.
ლელოს დანარჩენი სამი “ბარიერგადალახული” ეძახის ასევე ოლიგარქიულს, ხოლო გახარიას ეძახიან ქოცებზე გაყიდულს, თავის მხრივ გახარია ნაცებს და ნეონაცებს (ახალს) განიხილავს ოცნებასავით მიუღებლად და ნაც-ნიუნაცების პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა. ლელო თავის მხრივ ბოლშევიკებს ეძახის დანარჩენს, ვერ იტანს გახარიას, ისევე როგორც პირიქით.
“დაჭერილების” თანაპარტიელები დასაჭერებს აგინებენ, “დასაჭერები” დაჭერილებს, ოღონდ ცოტა მორიდებულად.
რაც მთავარია, ყველა ამბობს რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს და თითოეული მათგანი ყველა სხვას სთავაზობს ერთობას.
ჩემი ფანტაზიორა აფერისტები”- წერს არჩილ გამზარდია.