პროტესტის 202-ე დღე-აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
მომიტინგეები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”; “არ დავივიწყებთ ცრუ მოსამართლეებს, არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს”.
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისი მერიოტთან, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ზებრა გადსასვლელიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა.