ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც, გორში, ავტომობილს მართავდა და ქვეითი დედა-შვილს დაეჯახა – ის რევაზ ელიზბარაშვილია.
ცნობისთვის გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს ტრაგედია დატრიალდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
