აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის ქართული ტრადიციული მუსიკის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია არ მიანიჭა, გიორგი უშიკიშვილი “ქვეყნისთვის მძიმე რეალობად“ აფასებს და ამბობს, რომ “ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი, სამარცხვინო ქმედება“.
უშიკიშვილის თქმით, საბჭომ მას, მალზახ ერქვანიას და ოთარ კაპანაძეს კომპეტენცია დაუწუნა და უარი უთხრა, სტუდენტებისთვის გალობა და ხალხური სიმღერა ესწავლებინათ.
“მანკიერება ყველა დონეზე ჩავიდა, სიმღერის სწავლასაც გვიკრძალავენ“,– აცხადებს ვიდეო მიმართვაში უშიკიშვილი და გამოსავლის გზად, მხოლოდ გარადაუვალ ბრძოლას მიიჩნევს, რათა მისი თქმით, “ქვეყანაში გაბატონებული მანკიერების დამარცხება მოხდეს“.
ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის ეს რეალობა, საქართველოს უნივერსიტეტში ჩვენ გავხსენით ორი მიმართულება-ქორეოგრაფია და სიმღერა, ქორეოგრაფიის აკრედიტაცია ჩვენ მივიღეთ, რომელიც აკრედიტაციის საბჭოს წინა კომისიამ განიხილა, თუმცაღა სიმღერაზე გაგვიწელეს დრო, დანიშნეს ახალი კომისია და მე, მალხაზ ერქვანიას და ოთარ კაპანაძეს უარი გვითრხა, რომ არ ვართ კომპეტენტურები, რომ ქართული სიმღერა და გალობა ვასწავლოთ სტუდენტებს. ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცას გააკეთებდნენ, რადგან ჩვენ სფეროში ძალიან პატარა კაცები არიან, საკმაოდ უნიჭოებიც და ძალიან ეშინიათ იმის, რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ საქართველოს უნივერსიტეტში. სამარცხვინოა, განათლების სისტემაში, როგორ შეიძლება რამე ეროვნულობაზე იყოს საუბარი, როცა უარი გვითხრა აკრედიტაციის კომისიამ, რომ ჩვენ ვასწავლოთ სიმღერა და გალობა. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ, რადგან ეს ქვეყანა გადასარჩენია ყველა მხრივ. ეს მანკიერება ყველა დონეზე ჩავიდა, სიმღერის სწავლასაც გვიკრძალავენ. ჩემზე რომ არაფერი ვთქვა, მალხაზ ერქვანიას რომ ეტყვი, შენ კომპეტენცია არ გაქვს სიმღერა და გალობა ასწავლოო, ვინც მას იცნობს და მისი შემოქმედება იცის, არ ვიცი, რა განწყობაზე დადგება. ბრძოლა არის გადაუვალი და ერთად ყველამ უნდა დავამარცხოთ ეს მანკიერება, რომელიც ამ ქვეყანაში გაბატონებული,- ამბობს ვიდეომიმართვაში უშიკიშვილი.