ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,გახარიას წინააღმდეგ მაია ცქიტიშვილიც კი მიყავთ,
მანამდე კახიშვილი,
კიდევ მანამდე ტაბატაძე,
და უფრო მანამდე გომელაური.
ყველაფერს იკადრებენ თავის გადასარჩენად. აი, ასე ივლიან ქოცები ერთმანეთის დასასმენად ხვალ-ზეგ. კობახიძეს მათიკაშვილი დაასმენს. მათიკაშვილს – პაპუაშვილი და აშ.
ხლისტები”- წერს ვიკა ბუკია.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. უწყებაში დაიკითხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილიც.
პროკურატურის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესწავლის საგანს, მათ შორის წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებები.