“ეს საერთაშორისო დონის სკანდალია” – პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“როდესაც ქართული ოცნების დეპუტატი და ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი უკრაინის პრეზიდენტს “ნაბი**ვარ ურიად” მოიხსენებს, ეს საერთაშორისო დონის სკანდალია და ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილმა უნდა აგოს პასუხი.
მსგავსი გამონათქვამები კანონით დასჯადია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში და ა. შ. რა თქმა უნდა, ისრაელში.
ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამ ჩანაწერში გინებას უფრო მიაქცია ყურადღება, ვიდრე ამ ფაქტს.
საჭიროა სხვა სახის რეაგირება და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა ამ ანტისემიტური გამოხდომის მიმართ.” – წერს რომან გოცირიძე.