უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ – მურთაზ ზოდელავას მეუღლე – 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლის, მაია მუმლაძის განცხადებით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ზოდელავას საჭირო კვლევები უტარდება.
“მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მურთაზი გადაყვანილია კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს მეც მოვინახულე და, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- წერს ზოდელავას მეუღლე.
