Sunday, June 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამოდით! რეჟიმის ტყვეები ჩვენს იმედზე არიან” – სტუდენტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

June 12, 2025
“გამოდით! რეჟიმის ტყვეები ჩვენს იმედზე არიან” – სტუდენტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილმა სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს – ახალგაზრდებმა მათე დევიძის “უკანონო” პატიმრობა კიდევ ერთხელ დაგმეს და “ქართულ ოცნებას” გამარჯვებამდე ბრძოლა დაუანონსეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებმა ქართული საზოგადოების თითოეულ წევრს ქუჩაში გამოსვლისკენ და სინდისის პატიმრებისთვის, ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდეს.

ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი უსამართლობა გადავიტანეთ და დღეს “ქართულმა ოცნებამ” მათე დევიძე პატიმრობაში გაუშვა და 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. პირველ რიგში, ეს იყო მთავარი მუხტი, რის გამოც ჩვენ სასამართლოს ეზოდან გამოვედით და გადავინაცვლეთ იმ ადგილას, სადაც თავის დროზე მათე დევიძე დააკავეს პოლიციელებმა. მათე დევიძე არის ქართველი ახალგაზრდების, მოქალაქეების სახე. “ქართული ოცნება” ახალგაზრდებს ასე ებრძვის და ასე უსამართლოდ ციხეში უშვებს, უკანონოდ 4 წლით და 6 თვით. ჩვენ რეჟიმის ყველა ტყვეს უნდა დავპირდეთ, რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. რეჟიმის ტყვეები არიან ჩვენს იმედზე, ჩვენი იმედით ცოცხლობენ, ამიტომ უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ჩვენ მათი გათავისუფლებისთვის, საქართველოს გათავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ.

ყველას მოგიწოდებთ, გამოდით, გამოდით კიდევ ერთხელ. ჩვენ “ქართულ ოცნებას” უნდა ვაჩვენოთ ძალა, უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს ერთიანობა, ჩვენ დაუღალავი შრომა. ამ შრომის შედეგი აუცილებლად იქნება გამარჯვება. ყველა ახალგაზრდას, ყველა მოქალაქეებს მოგიწოდებთ, გამოვდივართ სახლებიდან, ბარებიდან, უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და მოვიდეთ თსუ-სთან. დღეს თსუ არის პროტესტის ადგილი. ყველას გელოდებით აქ. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ გამარჯვებას, თუ ძალიან ბევრი ვიქნებით. მოგიწოდებთ ყველას გამოსვლისკენ. უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მათე დევიძისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის”. – განაცხადა მოქალაქემ. 

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეებმა კარვები გაშალეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე პუფებიც მიტანილია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელის „რკინის გუმბათი“ – რა არის, როგორ მუშაობს და რა ნაკლი აქვს
  • რას ფიქრობს მოსახლეობა თვითმმართველობის არჩევნებზე – ISSA-ს კვლევა
  • იწვიმებს თუ არა დღეს? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge