Sunday, June 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს საგანგაშო ამბავია”- გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს

June 11, 2025
“ეს საგანგაშო ამბავია”- გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას გიგა ბოკერია ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საგანგაშოა.

“სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად ტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები და როგორ უნდათ საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა.

ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

იმდენად სცილდება საღ აზრს და იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ანალიზი საჭიროც კი არ იყოს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ეს ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური და პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქარველოს კანონს, რომლითაც ნებისმიერი აზრი, შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით – ანუ ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან მოქალაქე სრულად და უპირობოდ თავისუფალია.

ცალკე ამბავია ორმაგი სტანდარტი – ეს არის რეჟიმი, რომლის პროპაგანდაც და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც არა მხოლოდ უხამსი და უცენზურო სიტყვებით ამკობდნენ ოპონენტებს და რიგით მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სავსე საჯარო განცხადებებს აკეთებენ მრავალი წელია – ამის გამორჩეული სიმბოლო დიმიტრი სამხარაძეა.

P.S. ვისი გვარებიც ახლა ფიგურირებს და ვის მიმართ შეფასებებსაც მოჰყვა ეს ამბავი – მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი – და საერთოდ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ნაწილია, მისი მეთაურობით, მიმაჩნია მოღალატეებად, მონებად, არარაობებად, არაკაცებად და არაქალებად…

ასეთია ჩემი შეფასება”- წერს “ფედერალისტების” თავმჯდომარე გიგა ბოკერია Facebook-ზე.

ქართულმა ოცნებამ მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელის „რკინის გუმბათი“ – რა არის, როგორ მუშაობს და რა ნაკლი აქვს
  • რას ფიქრობს მოსახლეობა თვითმმართველობის არჩევნებზე – ISSA-ს კვლევა
  • იწვიმებს თუ არა დღეს? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge